воскресенье, 17 мая 2015 г.

პროექტებით სწავლების ტრენინგის კურსი საკმაოდ საინტერესო და მრავლისმომცველი იყო. გავიგე ბევრი ახალი პროექტებით სწავლებასთან დაკავშირებით. შევქმენი პორტფოლიო
, რომელშიც თავი მოვუყარე ტრენინგის განმავლობაში შეგროვებულ მასალას. ეს საცდელი პროექტი საინტერესო და სახალისო აღმოჩნდა მოსწავლეებისთვისაც. მოსწავლეებმა ისწავლეს ინტერნეტ სივრციდან საჭირო ინფორმაციის მოძიება, მონაცემების დახარისხება, სხვადასხვა ცხრილისა და სქემის შედგენა, ბუკლეტებსა და გაზეთებზე მუშაობა.ყოველივე ეს კი საკმაოდ გამიადვილებს მუშაობას მეოთხე კლასში.
     მადლობა ტრენინგის ორგანიზატორებსა და ჩვენს ახალგაზრდა, შეუვალ, ლამაზსა და ნიჭიერ ტრენერს-ნათია ცინცაძეს. გაგვიმართლა,რომ ასეთი ტრენერი გვყავს...

суббота, 16 мая 2015 г.

დღევანდელ ტრენინგზე განვიხილეთ კლასში წყვილებისა და ჯგუფების შექმნის ხერხები და მეთოდები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებთან მუშაობისთვის საჭირო აქტივობები.

вторник, 12 мая 2015 г.

დღეს მოვახდინეთ მოსწავლეთა სავარაუდო ნაშრომების განხილვა, შეფასების რუბრიკების გამოყენება, რაც დამეხმარება მოსწავლეებთან შემდგომი მუშაობისას, მოვახდინე პრეზენტაციის ბლოგზე ატვირთვა.iframe src="https://docs.google.com/presentation/d/10AeubZlZ99I6pAK9meLbffNk2F5gZgavTwqQkiERdVI/embed?start=false&loop=false&delayms=3000" frameborder="0" width="480" height="389" allowfullscreen="true" mozallowfullscreen="true" webkitallowfullscreen="true"></iframe>

воскресенье, 10 мая 2015 г.

დღევანდელ ტრენინგზე მოხდა პროექტის ნიმუშების ურთიერთგაზიარება, რასაც მოჰყვა უკუკავშირი ჯგუფის წევრებს შორის. ასევე შევქმენით პროექტის შაბლონი "POVER POINT"-ში. ყოველივე ეს დამეხმარება მოსწავლეებთან მუშაობაში პროექტის სრულყოფილად წასარმართავად.

суббота, 9 мая 2015 г.

გავუზიარეთ ერთმანეთს სასწავლო პროექტის პრეზენტაციები, შევასრულეთ სურათების, ხმებისა და ვიდეოების გადმოტვირთვა და მათი მისამართების ჩაწერა, გავეცანით საავტორო უფლებების დაცვის წესებს, შევქმენით ბიბლიოგრაფიები.

суббота, 2 мая 2015 г.

მესამე დღის რეფლექსია

დღევანდელი დღეც მრავლისმომცველი აღმოჩნდა.  გავეცანით პროექტის ირგვლივ კითხვების დასმის ტექნიკას, გავარჩიეთ თემატური, შინაარსობრივი და ზოგადი კითხვები.